მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ელჩი: რუსეთმა საქართველოდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს და ბორდერიზაცია შეწყვიტოს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2020

"რუსეთმა საქართველოდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს და ბორდერიზაცია შეწყვიტოს", -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება.

"ნება მომეცით გავიმეორო ჩვენი მყარი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს არის, ის რაც უცვლელია. რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეტანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელია. ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მისი უნარი, დაიცვას თავისი საზღვრები და თანამშრომლები თავისი საზღვაო სივრცესთან დაკავშირებული ინფორმირებულობის საკითხზე, რაც ახსენა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამას აქვს მნიშნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის. რაც მისთვის სრულიად გასაგებია. არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს", - განაცხადა კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საუბრისას.