მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო: ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე უდანაშაულო ადამიანებს ვიხსნებეთ

1989 წლის 9 აპრილი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 1989 წლის 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი.