მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქრაძე: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მომავალ მინსტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ასევე ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. ამის შესახებ ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს გვარებს: სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი, მისაღები იქნება თუ არა „ევროპული საქართველოსთვის“ ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება? - ბაქრაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პარტიის გადმოსახედიდან კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

„როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით დაკავშირებით. კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს პარტიებს შორის, ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან და მათ შორის პრემიერ-მინისტრად. რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე. რადგან მიგვაჩნია, რომ სამართლიანად თუ უსამართლოდ, საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ. მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც შესაძლებელი იქნება, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობას შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველო საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.