პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: შეზღუდვები რისკების მინიმიზაციას უკავშირდება

ბექა დოჭვირი
23:00 22.05
დაკოპირებულია

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ბექა დოჭვირის განცხადებით ყველა დაწესებული შეზღუდვა, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე მის შემდგომ, მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს დაავადების გავრცელება. მისი თქმით ქელეხები და ქორწილები მაღალი რისკის მატარებელია, რადგან ბევრი უცხო ადამიანი იყრის ერთად თავს.

ბექა დოჭვირის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ე.წ. მოლები და ბაზრობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი მატარებელია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად ე.წ. მოლები და ბაზრობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, როდესაც დღის განმავლობაში ასეული და მეტრის შემთხვევაში ათასეულიც კი ერთად იყრის თავს. ბუნებრივია, რაღაც გარკვეული რეკომენდაციები შესაძლებელია დავაწესოთ, მაგალითად - ჭადრაკისებური განლაგება, მაგრამ ამის ეფექტური აღსრულებაც უნდა მოხდეს. იგივე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა. ამ ყველაფერს აღსრულება და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება სჭირდება. ის, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გვქონდა, დინამიკაში უნდა დავინახოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ან ორი კვირის განმავლობაში რა შედეგი გვექნება, შემდეგ უკვე რა რჩევას მოგვცემენ ეპიდემიოლოგები და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები, ნელა, კონსერვატიულად არის მიღებული, მაგრამ სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა ის შედეგი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს და ამ მიდგომას მიმართავს ევროკავშირი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, როგორც ვაკვირდები,“- აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეულ...
10 წუთის წინ
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა ქვეყანაში არსებულ...
18 წუთის წინ
„სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაცი...
20 წუთის წინ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ გეგმავს შეკრებას. ა...
39 წუთის წინ
ორმხრივი სროლა ჩეჩნეთში

ჩეჩნეთში სპეცდანიშნულების რაზმების წევრებს შო...

ჩეჩნეთში „როსგვარდიის“ ორი სხვადასხვა ქვედანაყოფის წევრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ო...
მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ლოქდაუნი არ...
„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არ...
სომხური მხარე: სტეპანაკერტში სამშობიარო...
სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ცენტრალური ქალაქის, სტეპანაკერტის დ...
ღარიბაშვილი: მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი...
„ეს პოსტი 2018 წელს დავწერე, ახლაც იგივეს გავიმეორებ და დავამატებ: ქვეყნის მოღალ...