მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერია პრემიერს: მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?!

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საქართველოს მთავრობის მეთაურს ოპოზიციასთან საუბრისას ტონის შერჩევა ურჩია და ოპონენტების მოსმენა მოსთხოვა.

"მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ?! თქვენ პატივსცემთ იმას ვინც თქვენ გამცირებთ ? ეს არის თქვენი კრედო. დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ შემდეგ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან, თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს ქვეყანაში და ოპოზიციას დააბრალოთ. დიდგულზე იმათთან ხართ ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ?! ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ. ხო ეგრეა თქვენი მსოფლმხედველობა. მინდა ერთი რამ გირჩიოთ, 1 კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას, რომ ითხოვენ ეს პოპულისტებიო და 5 დღეში, რომ გახსენით, ახლა მოგვისმინეთ, ტონი შეიცვალეთ და იქნებ რაღაც გაიგოთ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ოპოზიციის კითხვების საპასუხოდაა მისული.