მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩიქოვანი: 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

ჩიქოვანი საქალაქო სასამართლოში

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები გადაიხედება.

„ევროპულ სახელმწიფოებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევძლოთ უფრო ინტენსიური გავხადოთ მიმოსვლა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ჩვენ, უნგრულ მხარესთან ერთად შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კონკრეტული კომისია ორ სახელმწიფოს შორის და ვისაუბრებდით იმ აუცილებელ პროცედურებზე, რომელიც დააჩქარებდა ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლას ტურიზმის თვალსაზრისით. ასე, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მე თავს შევიკავებ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან, რადგან ეს არ იქნება სწორი. არის ძალიან ბევრი დეტალი და არის თანმიმდევრული პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს, 8 ივლისს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საზღვრები იხსნება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.