მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ჭკუა არ გაქვს და უნამუსო ხარ" - გია ვოლსკის და თინა ბოკუჩავას დაპირისპირება

გიორგი ვოლსკი და თინათინ ბოკუჩავა

"ჭკუა არ გაქვს ერთია და უნამუსო რომ ხარ, მეორე", - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავას.

პარლამენტში საგანგებო სესიაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც თინა ბოკუჩავამ გია ვოლსკის მიმართ ბრალდებები გააჟღერა.

"ანტიკრიზისული გეგმა ჯერ დაანონსებული არ იყო, როდესაც მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარი აპარატებისთვის დავალებული ჰქონდათ, რომ პარტაქტივის სიები შეედგინათ, შემდგომ იმ შესაძლო დახმარებებს ვინ მიიღებდა. დიახ ბატონო ვოლსკი (გია), ალბათ თქვენც გაეცით ასეთი დავალება. უფრო სამარცხვინო დავალებებიც კი გაქვთ გაცემული, როდესაც თქვენი ერთ-ერთი კოორდინატორი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან მივიდა მის დასაწვავად და გააკეთა კიდეც ის", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას კი, გია ვოლსკი ასე გამოეხმაურა:

"ჭკუა არ გაქვს, არ გრცხვენია? რა სისულელეს ლაპარაკობ. ჭკუა რომ არ გაქვს ერთია და უნამუსო რომ ხარ, მეორეა", - მიმართა გია ვოლსკიმ თინა ბოკუჩავას.