პოლიტიკა

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური კურსის ერთგულება ქვეყნის განვითარების გარანტიაა - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი საგარეო
უწყებაში ბრიფინგზე
16:54 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამბიციური განცხადებაა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ხელისუფლების მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმოებული სწორი პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობაა.

“როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ნატოსთან. და ეს სწორედ იმ თანმიმდევრული, სწორი და გააზრებული საგარეო პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლო 8 წლის განმავლობაში ახორციელებს“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება იმ მაღალ სანდოობაზე გაამახვილა, რითიც საქართველო ევროკავშირის მხრიდან სარგებლობას.

დავით ზალკალიანის თქმით, სწორედ ამ მაღალმა სანდოობამ გახადა შესაძლებელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასთან ერთად, და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, ასევე ევროკავშირთან მთელი რიგი უნიკალური და უპრეცედენტო ფორმატების დაფუძნება, კერძოდ, როგორიცაა უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი, ენერგეტიკის, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის ფორმატები, და საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის დიალოგის მაღალი ფორმატი.

დავით ზალკალიანის თქმით, ამ კონკრეტული და ხელშესახები შედეგების საფუძველზე, ევროკავშირის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან დღეს საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ევროპული უსაფრთხოების საკითხში, როგორც სამაგალითო რეფორმატორი ქვეყანა.

მიღწეული შედეგების კვალდაკვალ, საქართველო ახალ ამბიციურ გეგმებსაც ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, „რაც გულისხმობს ევროკავშირის ერთიან ბაზარში გაწევრიანებას, 4 თავისუფლების მოპოვებით, და რაც ასევე ნიშნავს საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში“.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი რეგიონის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს აქვს შავი ზღვა, რომელსაც ის აქტიურად გამოიყენებს მნიშვნელოვანი ფიზიკური და ინტეგრაციული პროცესების განსავითარებლად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და განათლების მიმართულებით.

„დიახ, ჩვენ გვინდა უკვე ვიმოქმედოთ ისე, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის უფრო მეტ პროექტსა თუ პროგრამაში გაწევრიანება“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი. ამ შედეგებს მომავალში ჩვენ აუცილებლად განვავრცობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც ნატო საქართველოს მისაღებად პოლიტიკურად ჩამოყალიბდება“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორმა, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში, რაც ქართველი ჯარისკაცების უდიდესი დამსახურებაა. გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესშიც.

ზალკალიანის თქმით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, და სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია ის, რომ საქართველოს გააჩნია ნატოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა.

„შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დღეს უამრავი ნატოელი პარტნიორი შემოდის პორტებში, ჩვენ მომავლშიც გავაგრძელებთ წვრთნებს, არა იმისთვის რომ საქართველო ომისთვის ემზადება, არამედ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მდგრადი თავდაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის“ - დასძინა დავით ზალკალიანმა.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი კონსტიტუციაში ასახა.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი განაცხადია, რომლის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარების კიდევ ერთი გარანტიაა.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...