მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 10 აგვისტოს წარადგენს

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები, 2020

პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს 10 აგვისტოს წარადგენს, ხოლო 20-30 აგვისტოს პარტია იმ კანდიდატებს დაასახელებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონების მაჟორიტარული მანდატებისთვის იბრძოლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარალელურად, პარტია ეტაპობრივად გახსნის ოფისებს რეგიონებში.

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ მიზანია უფრო მეტი შინაარსი და ხალხის ინტერესების ამსახვილი მსჯელობა დაამკვიდროს ქართულ პოლიტიკაში, შემოიკრიბოს საზოგადოებრივი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული თანამოაზრეები და ახალი პოლიტიკური ესთეტიკა შემოიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ დისკუსში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დამოუკიდებელი დეპუტატების გაერთიანება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას 1-ელ აგვისტოს გამართავს.

პარტია „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი“ “ქართული ოცნებიდან“ წასულმა პარლამენტის მოქმედმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ, ასევე თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანმა შექმნეს.