მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის განცხადებას ბოდვას უწოდებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმები საპატიმროს ვერ გაცდება.

მათიკაშვილი ექს-პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ის ბოდვაა.

„კრიმინალ სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივები ვერ გასცდება საქართველოს საპატიმროს. ის თუ კვლავ მოიტყუება და არ ჩამოვა საქართველოში, მოვა დრო და მას ჩამოაბრძანებენ და მიაბრძანებენ ციხეში.

შესაბამისად ყველა მისი განმარტება და მოსაზრება არის ბოდიალი და ბოდვა. რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას საქართველოში, რა თქმა უნდა არანაირი კოლაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არ იქნება, რადგანაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და ჯგუფებს განცხადებით მიმართა.

„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური“, - აცხადებს სააკაშვილი.