პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: კახეთის პრობლემებს ყოველთვის ვგრძნობ

მაჟორიტარობის კანდიდატი
19:32 14.08
დაკოპირებულია

„ალბათ სიმბოლურია წარდგენის დღეს დედოფლისწყაროში წვიმა რომ მოვიდა, იმიტომ, რომ დედოფლისწყაროსთვის წვიმა განსაკუთრებული თემაა და ეს უხვ მოსავალს ნიშნავს. ასეთი კარგი წელი გქონოდეთ დღეის ამას იქით და სულ მუდამ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სონღულაშვილი ამბობს, ის კახეთის პრობლემებს ყოველთვის გრძნობს.

„მიუხედავად იმისა, რომ გახლავართ გურჯაანელი მოქმედი მაჟორიტარი, ჩემთვის უცხო არ არის დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები. ჩემთვის უცხო არ არის ის, ყოველთვის ხელი მეკიდა პულსზე და ვგრძნობ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ჩვენს კახეთს აქვს. რამდენიმე დღე გავიდა, რაც წარმადგინეს თბილისში და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი იმ გუნდს, რომელიც დღეს დედოფლისწყაროშია და მოგვეხაზა ის პრობლემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედოფლისწყაროსთვის, ამ მუნიციპალიტეტისთვის.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი შიოლაშვილს, ჩემს კოლეგას, მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც აქამდე ასე არაჩვეულებრივად უძღვებოდა ამ საქმიანობას.

როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, როგორც კახეთის შვილს, ყოველთვის გულწრფელად მიხაროდა ის უზარმაზარი ცვლილებები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში განხორციელდა: მოწესრიგდა საგზაო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირდა თითქმის ყველა ბაღი და სკოლა, გაზიფიცირდა თითქმის ყველა სოფელი, შეიქმნა არაერთი ახალი რეკრეაციული ზონა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედოფლისწყარო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ აღმშენებლობის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა და ამ ორიენტირს საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია. ეს რა თქმა უნდა, უდიდესი დამსახურებაა ირაკლი ღარიბაშვილის, რისთვისაც მადლობა მინდა ამ ყველაფრისთვის გადავუხადო.

დედოფლისწყაროელები ზუსტად ამიტომ აფასებენ ამ ამაგს. მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არა აქვს ალტერნატივა“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ გარდა სხვა ძალა ვერ შეძლებს ქვეყანა მშვიდობიანად განავითაროს.

მე ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს წარმოვადგენ! უახლოეს დღეებში, შემდეგი კვირიდან დავიწყებ თითოეულ სოფელში შეხვედრებს. თითოეულ თქვენგანთან მოვალ. თითოეულ პრობლემას გავეცნობი და მზად ვარ, თქვენი პრობლემა მივიტანო ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ვიყო ძალიან დიდი მხარდამჭერი და მყისიერი რეაგირება მოხდეს ამ პრობლემებზე.

ვიცი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წყალმომარაგებაა. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო საპროექტო სამუშაოები, რომ იორიდან წამოვიდეს წყალი და მომარაგდეს დედოფლისწყარო. ამ პრობლემის გადაწყვეტაშიც, რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანის გვერდში ვიქნები. ჩვენ ერთად კიდევ ბევრჯერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენი უპირველესი საზრუნავი თქვენი კეთილდღეობაა.

მე კიდევ, დავით სონღულაშვილი, სიტყვას გაძლევთ, რომ ვიქნები ყოველთვის თქვენს გვერდით და თავდაუზოგავად ვიშრომებ, რომ თითოეული დაპირება შესრულდეს.მჩემო დედოფლისწყაროელებო, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი განახლდა - ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რ...
23:31 27.09
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დ...
23:04 27.09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდ...
22:25 27.09
„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის...
22:11 27.09
საფრანგეთის პრეზიდენტი 2020 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:...
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყა...
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლი...
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმ...
Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ...
თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობი...
19:07 27.09
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა...
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხორ...