მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი ბრაზილიის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს, 4 დეკემბერს საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სისერო მარტინს გარსიასთან შეხვედრა გამართა.

სისერო მარტინი საქართველოში უახლოეს მომავალში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბრაზილიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

„შეხვედრაზე აღინიშნა ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.

მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. გამოითქვა პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.