პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

დავით ზალკალიანი
ლიეუტუვის ახლდადანიშნულ
ელჩს შეხვდა
15:49 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

„შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მიულოცა ლიეტუველ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მინისტრმა ლიეტუვის მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ მეტად ღირებული დახმარებისთვის, რომელსაც ლიეტუვა უწევს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა.

ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგი, ისევე როგორც, ძალიან აქტიური ურთიერთქმედება სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას, ხაზი გაესვა საერთაშორისო სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის აუცილებლობა და ამ კუთხით, თანამშრომლობის მეტად განვითარება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, საუბარი შეეხო 2021 წელს დაგეგმილ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს გლობალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება.

ლიეტუვის ახლადდანიშნულმა ელჩმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას ორი მეგობარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...