პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

ზალკალიანი დავით,
მინისტრი
16:58 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე 2012 წლიდან დღემდე საქართველო-აშშ-ს პარტნიორობასა და 8 წლის მანძილზე ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში განვითარდეს მშვიდობა და ამაში გვეხმარებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზე არის საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. არასდროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ხელშესახები შედეგი ამერიკასთან ჩვენ არ გვქონია. შარშან მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელი მოიცვა. ეს დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული აღმშენებლობის, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ალიანსი, არამედ არის საერთო ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებით ჩამოყალიბებული კავშირი,“ - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ განამტკიცა სტრატეგიული პარტნიორის ნდობა და გააძლიერა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ს მხრიდან მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც გამოიხატა აშშ-ს საბიუჯეტო კანონში მნიშვნელოვანი ჩანაწერით და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სარგებლობს აშშ-ს კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და რომ პირველად სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიაში კონგრესში ინიცირებული იქნა და წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ თავისი შინაარსითა და ფორმით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც პირველი ცალკე მდგომი საკანონმდებლო აქტია საქართველოს შესახებ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერებასა და წარმატებით მიმდინარე, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 132 მილიონი აშშ შეადგინა და შესაბამისად, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბოლო ოთხ წელიწადში 50 მილიონით გაზარდა საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსება, აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის კუთხით სამომავლო გეგზმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მომავალში მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით: ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა ძირითადი მიმართულებით; კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ სამართლებრივ ჩარჩო-ინსტრუმენტში გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით; მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისათვის, რომ აშშ-სთან სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები ავიყვანოთ ისეთ უმაღლეს ნიშნულამდე, როგორიც დღეს არის პოლიტიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ამ მიზნით აქტიურად ვიმუშავებთ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების კუთხით. ჩვენ შევინარჩუნებთ ამერიკის კონგრესში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და მათ შორის ვიმუშავებთ იმაზე რომ კონგრესში საბოლოოდ დამტკიცდეს „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“,“ - განაცხადა მინისტრმა.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...