მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: საქართველოში 5 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა

დავით ზალკალიანი ბრიფინგზე

"ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახორციელებთ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების. ყველა რეისი იქნება დაგეგმილი და კოორდინირებული საკოორდინაციო საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ხოლო, ინიციატივების შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი ფონდი, რომელიც ცენტრალიზებულია და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება, თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს თანხა"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისგან, ადგილზე არსებული მდგომარეობის, ჩვენი მოქალაქეების მომართვიანობის, მათი საჭიროებების შესახებ, რის შემდეგაც, ხდება ინფორმაციის ანალიზი, გადამუშავება და შემდგომ, ეტაპობრივად, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად ყველა მიმართულებით ფრენების დანიშვნა. დიპლომატიური მისიები აქტიურ დახმარებას უწევენ ადგილზე მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით 2500-მდე მოქალაქე სარგებლობს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ მიმართულებებზე, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციაში განხორციელდება.

მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.