პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020
22:00 23.05
დაკოპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

ზალკალიანის თქმით, სომხური მხარე უკვე დაუკავშირდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და ჯანდაცვის მინისტრის სახელით წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.

„ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ მათ ოფიციალურ Facebook საიტზე უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება ამ პოზიციასთან დაკავშირებით და ვიდრე მე გადაცემაში მოვიდოდი თქვენთან, რამდენიმე წუთით ადრე დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში. დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და მისი სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს და საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის.“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაციის გადამოწმების და დაზუსტების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ასევე აუციელებელია, ინახოს ის განმარტებები, რომლებიც გაკეთდა მათ ოფიციალურ საიტზე. როგორ სომხური მხარე აცხადებს, მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, იყო არასწორად ინტერპრეტირებული. ამიტომ აუცილებელია ორიგინალთან შედარება იმისა, თუ რა იყო რეალურად თქმული. მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ის წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რომელიც განხორციელდა საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ, არის გულწრფელი,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა, საპასუხოდ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტოროსიანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვ.

ბავშვი კავასაკის სინდრომით

ექსკლუზივი: საქართველოში კავასაკის სინდრ...

PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის...
დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძ...
21:41 04.06
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩ...
21:18 04.06
თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებ...
20:41 04.06
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრან...
19:49 04.06
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანი პანდემიის შედეგად შექმნილი ვ...
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომ...
ფასიანი ქაღალდების ბაზრი 5 წელიწადში 14-...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
გვენეტაძე: საკრეტიტო რეიტინგების გაუმჯობ...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
შსს: ქალთა მიმართ ძალადობაზე მომართვიანო...
სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020...