მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის - ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ასევე, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით გამოყო კრისტიან ურსეს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბების პროცესში.

კრისტიან ურსემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველოს მიღწევებს. კრისტიან ურსემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა და დატოვებული მემკვიდრეობა.

შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა კრისტიან ურსეს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.