მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოიძე: ვაშაძეს პარტიის რეიტინგი არ უნდა აძლევდეს პრემიერობის ამბიციების საშუალებას

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი არ უნდა აძლევდეს პრემიერობის ამბიციების საშუალებას.

დეკანოიძის თქმით, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მთავრობაში.

„მინდა ერთი რამ ვურჩიო გიორგის - საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მთავრობაში, ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების. შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, გიორგის მისი პარტიის რეიტინგი ამის ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს“. - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აპირებს იყოს პროდასავლური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი.