მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების გახანგრძლივების კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტის სასესიო დარბაზი

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ და პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

კანონპროექტს, მიხედვით მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, მათი თქმით ეს პროექტი არაკონსტიტუციურია, თუმცა მართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს კორონავირუსის მეორე ტალღისთვის და მთავრობამ უნდა შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი.

ცნობისთვის, ამ კანონის მიხედვით, მთავრობას 15 ივლისის ჩათვლით აქვს უფლება დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილებაზეც.