მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: სურვილი არ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოცხადდეს

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

„არავითარი სურვილი არ გვაქვს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოცხადდეს და იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეომ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა დადგება, ამიტომ საქართველო მას კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებით უნდა შეხვდეს.

„რეგულაციები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედებს, მოსახლეობისთვის უფრო რთულად ასატანია, ამიტომ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და არჩევნების საკითხები ბოლომდე მისაყვანი. მჯერა და მინდა, რომ მეორე ტალღა არ დაიწყოს, მაგრამ თუ ასე მოხდება, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი“ სწორედ ის ბერკეტია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობა დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

პარლამენტის წევრები კანონში შესატან ცვლილებებს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.