მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დოლიძე: ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში

მაჟორიტარობის კანდიდატი, დოლიძე

„ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძემ ინიციატივით საქართველოს პარლამენტსაც მიმართა.

„ვიმეორებ ყველა ასპარეზზე, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან ამ ინიციატივას. თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ ამომრჩევლის დაშინება შევაჩეროთ და მისი კონტროლის პროცესი, მთავარი საშუალებაა ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ნების გამოხატვის თავისუფლებას, ამას სჭირდება გარანტია“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ანა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.