მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთში ადგილობრივმა ხელისუფლების წამორმადგენლებმა 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დუშეთი 9 აპრილი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ბესიკ ბიჩნიგაურმა და ზაქარია ხეხელაშვილმა 9 აპრილის დიდების მემორიალი  ყვავილების გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამის მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირებს,  რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“ - განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.