მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ედიშერ გვენეტაძე Gorbi-ს კვლევაზე: ხალხი არ ცდება, ხალხი უშეცდომოდ წონის ავსა და კარგს

ისტორიკოსი პოლიტპატიმრებზე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმიანება.

როგორც ისტორიკოსი წერს, საქართველომ შეძლო და ჩამოაყალიბა საკმაოდ მყარი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები.

„თითქმის უკვე გასულმა რვა წელმა ნათლად დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველომ შეძლო და ჩამოაყალიბა საკმაოდ მყარი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლთაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბოლო ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა უძნელეს გამოცდებს გაუძლეს. ეს იყო დაწყებული ბათუმის პროცესებიდან, გაგრძელებული „ბასიანით“, პანკისით, უვერაგესი „გავრილოვის ღამით“, ე.წ. „პოლიტპატიმრებით“ და ჯერჯერობით დამთავრებული ოპოზიციის კორონაჩასაფრებებით.

ამ რვა წელიწადში ხელისუფლების სხვადასხვა შტომ იმოქმედა შინა თუ გარე პროვოკაციების წინააღმდე მიზანმიმართულად, გონიერად, სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, ქვეყანა ხშირად გადიოდა ამ წლების განმავლობაში ბეწვის ხიდზე, მაგრამ უდანაკარგოდ.

წყალში, ოპოზიციის გარდა, არავინ გადავარდნილა, ისინიც საკუთარი ინიციატივით.

საიდან ასეთი დასკვნები? - იკითხავს მავანი.

იქიდან, პატივცემულებო, რომ ნახეთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, ხოლო ხელისუფლების არსებულ კურსს იწონებს 61%.

ხალხი არ ცდება, ხალხი უშეცდომოდ წონის ავსა და კარგს

მე აქ იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არა, ბატონებო, იმ საქართველოსგან, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ვოცნებობდით და ვოცნებობთ, ძალიან შორს ვართ, მაგრამ, რაც მთავარია, სახელმწიფო მოხელეთა გარკვეულმა ნაწილმა და მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ გააცნობიერა ის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო მეწველი ძროხაა არაა, რომელიც შიძლება ყოველ მოსახერხებელ წუთსა და წამს მოწველო და რძე სახლში მიიტანო.

რა მაძლევს ამის თქმის უფლებას?

უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენები, რომელიც ქართული სახელმწიფოს სათავეში მდგომმა პიროვნებებმა, პროფესიონალ ადამიანებთან და მოსახლეობასთან ერთად ღირსეულად, მინიმალური დანაკარგებით გაიარა (თუმცა ყოველი ლეტალური ფაქტიც უდიდესი დანაკარგია ქვეყნისათვის).

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ჩასატარებელ არჩევნებამდე მივალთ მშვიდად, ღირსეულად და მიუხედავად საქმის კეთების დროს დაშვებული არაერთი შეცდომისა (და არა კატასტროფულის და მიზანმიმართულის), მესამე ვადით ახალი სახეებით სისხლგადასხმულ ახლანდელ მმართველ პარტიას ისევ ვიხილავთ ხელისუფლებაში.

რაც მომავალში გახდება იმის საფუძველი, რომ „ეღირსება ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა“,- წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“", 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4%-4% - „ლეიბორისტულ პარტიას“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - დემოკრატიული მოძრაობა „ერთიან საქართველოს“.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.