მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა ბესელია: ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან რაც ხდება, მისი პასუხისმგებლობაა

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი

„ბოლო დღების მოვლენები უკვე ააშკარავებს, იმ ძალიან მძიმე შიგთავსს, რომელზეც მე ძალიან კორექტულად მივანიშნებდი, რომ ეს არ არის ფუნდამენტი, რომელზეც სახელმწიფო უნდა იდგას. ქვეყანაში სახელისუფლო შტოები აბსოლუტურტად მოშლილია. ივანიშვილი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან, პრაქტიკულად, მისი პასუხისმგებლობაა რაც ახლა ხდება“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობის დროს, ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას, განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებული მოვლენები სამართალდამცავი უწყებების სისუსტეზე მიუთითებს.

„აშკარად ჩანს სამართალდამცავი ორგანოების სისუსტე და არაორგანიზებულობა. აგრეთვე, ჩანს სისტემური პრობლემები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებიდან მოდის. ივანიშვილმა პრაქტიკულად მოარყია მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ისედაც მყიფე იყო. მან გადაწყვიტა მართლმსაჯულების სისტემა მის პირად სამსახურში ყოფილიყო“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, ყოფილი სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.