პოლიტიკა

„ეს იყო ერთ-ერთი წვეთი ტყუილების ზღვაში" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე ოზურგეთში საკვები პროდუქტის დარიგებასთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე - Pia.ge
18:42 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„რადგან ბავშვები ბაღში ვერ დადიან, მათ საკვები პროდუქტი ურიგდებათ. ოპოზიციამ კი მოიფიქრა, რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმია“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია რომ ხვალ და ზეგ შეეცდებიან, რომ რაღაც ახალი სკანდალები ააგორონ, და სავარაუდოდ, არ გამოუვათ, იმიტომ, რომ მათ იმდენი ტყუილი ილაპარაკეს, მართალიც რომ თქვან პირობითად, საზოგადოება ამასაც არ დაუჯერებს, მით უფრო ტყუილს. ესეც იყო ერთ-ერთი წვეთი ამ ტყუილების ზღვაში. იმ საკვებთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვებს ურიგდებათ, იმიტომ რომ ისინი ბაღში ვერ დადიან, მათ მოიფიქრეს რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმიათ. ეს იყო ერთ-ერთი წვეთი სიბინძურის ზღვაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუკი რაიმე თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს გაყალბებისთვის და ტყუილის გავრცელებისთვის, კონკრეტული მოკითხვის დონეზე მაინც, ოპოზიციას ღონისძიებები აქვთ გატარებული. „იქნებ რაღაც ისეთი გაავრცელონ, რითაც საზოგადოება გაბრაზდება. მთელი ეს პერიოდი ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე კი არ არის, არამედ მთლიანად, გადასულია ტყუილების გავრცელებაზე და ეს ნიაღვარი მომძლავრდა მათი ტელევიზიებიდან და იმ სისტემიდან, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ინფორმაციისთვის, 28 ოქტომბერს „მთავარ“ არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით ოზურგეთის მოსახლეობას სურსათით ამარაგებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მერია განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ სურსათი, რომელიც მოსახლეობას დაურიგდა, ეს არის მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან", არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან არ აქვს.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...