მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Eutalk: „ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი ერთგულება პროევროპული და ჩრდილოატლანტიკური კურსისადმი

ხუთკვრიანი დროშა

„ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი ერთგულება პროევროპული და ჩრდილოატლანტიკური კურსისადმი“, - წერს გამოცემა eutalk სტატიაში, სათაურით „უსაფრთხოება: როგორია საქართველოს ახალი პერსპექტივები?“

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2021 წელს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი, ხოლო დღეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები უმაღლეს ნიშნულზეა.

„მეორე მხრივ, საქართველოს რეგიონულ და ევროპულ ინტეგრაციას ართულებს გადაუჭრელი გაყინული კონფლიქტები (2008 წლის ზაფხულის შემდეგ რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია) და თითქმის 130 000 ლტოლვილი, რომლებიც შეუერთდნენ 2000-იანი წლების დასაწყისში 200 000 იძულებით გადაადგილებულ პირს.

მიუხედავად ამისა, თბილისისა და სრულიად საქართველოს მიზანმიმართულება ურყევია. საქართველოს მოქალაქეთა 80% მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი ერთგულება პროევროპული და ჩრდილოატლანტიკური კურსისადმი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მოუწოდა ევროპას საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ და განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება და მეტი ჩართულობა ჩვენი პარტნიორებისგან ევროკავშირსა და ნატოში როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო განზომილებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ განზომილებაში“, - წერს სტატიის ავტორი პატრიცია ლალონდე.

სტატიის ავტორის თქმით, ახლახან პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს „დადასტურებული ერთგულება დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნების მიმართ აქცევს მას არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედად ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში“.

„იქნება ეს ევროპული ინტერვენციის ინიციატივა, რომელიც 2017 წლის ივლისიდან თავს უყრის ევროკავშირის 13 წევრ სახელმწიფოს, თუ მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობა (ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფო და 17 საპილოტე პროექტი) - ნუთუ არ წარმოადგენს საქართველო სანდო პარტნიორს, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას ევროპელებსა თუ ნატოს წევრ ქვეყნებს, როცა საქმე ეხება, მაგალითად, ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას? ნეტავ, ყველა ევროპელი მოკავშირე იყოს ისეთი სანდო, როგორიც საქართველოა! ეჭვს არ იწვევს ის, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ მთავრობა მოუსმენს ყველას, ვინც მხარს უჭერს (ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული გამოცდილების მქონე) ქართველ მებრძოლთა აქტიურ მონაწილეობას საჰელში შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ისევე, როგორც სამხრეთ კავკასია, ეს რეგიონი მომდევნო წლებში დარჩება როგორც საფრანგეთის, ისე ბრიუსელის სტრატეგიული ინტერესების პრიორიტეტულ სივრცედ“, - წერს ავტორი.

წყარო: eutalk