მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 2012 წლიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. პარლამენტში სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მისულმა მთავრობის მეთაურმა მისი სიტყვების არგუმენტად სტატისტიკა მოიშველია.

როგორც გახარია ამბობს 8 წლის განმავლობაში 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან, 25.5%-მდეა შემცირებული.

"2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს საქართველოში დაფიქსირებულია 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან, 25.5%-მდე.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს გაიზარდა პენსია, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა , პენსიის ზრდა გაგრძელდება.

ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით როცა კრიზისში ვართ. მე კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, მძიმე ცხოვრება, ზოგ შემთხვევაში ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმითაა გამსჭვალული. მაგრამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რომ დინამიკა, სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეაყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო", - აღნიშნა გორგი გახარიამ.