მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: გვჭირდება 3-4 თვე - მეორე ტალღის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემის მომზადებისთვის

მთავრობის ადმინისტაციაში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატის კითხვებს პასუხობს. ზურაბ ჭიაბერაშვილის შეკითხვაზე, რომელიც პანდემიის მეორე მესამე ტალღას ეხებოდა, პრემიერმა უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევის ალბათობის არსებობის გამო ქვეყნის ძირითადი ამოცანა უახლოეს 3-4 თვეში ჯანდაცვის სისტემის მომზადებაა.

„მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს 3-4 თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა. იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ შემოდგომას, ან გვიან შემოდგომას, ჩვენ შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვეყოლება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების, ჯანდაცვის სიტემა უმდა იყოს მზად 2 რაღაცისთვის: პირველი - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა, ამისთვის იქნება შექმნილი ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალონ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნონ ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დაგვჭირდეს.“ განაცხადა გიორგი გახარიამ.