მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: საარჩევნო სიაში ვიქნები ბოლო ნომერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

„საარჩევნო სიაში ვიქნები ბოლო ნომერი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. კიდევ გიმეორებთ, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პანდემია და ის, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ხოლო მესამე ამოცანაა დემოკრატიულად ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ამ ამოცანების ფონზე, არ გვაქვს დრო ვიმსჯელოთ იმასზე, ვინ რომელი ნომერი იქნება სიაში“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 ივლისს ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში და საარჩენო სიის დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა.

ცნობისთვის, საპარალემნტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.