მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ტრაგიკული ამბები პოლიტიკურ შეფერილობას იძენს

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

„როცა ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას იძენს ტრაგიკული საქმეები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მე ვამბობ, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი საგამოძიებო უწყების მიერ. ახლა მთავარია, ხელი შევუწყოთ გამოძიებას და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ შეიძლება შეფასების გაკეთბა. ის, რაც ახლა ხდება, ამის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ასურეთში ვიზიტისას გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავისთვის სასჯელის აურიდებლობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ დადგინდება, დაუშვა თუ არა პოლიციამ შეცდომა.

„თუ რომელიმე სამართალდამცავმა დაუშვა შეცდომა, ეს უკვე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და არ უნდა იყოს ეს ჭორაობის საგანი“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.