მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენდა კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით მხარეთა მიდგომების შესახებ.

გენადი არველაძემ კორეულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის, არსებული სავაჭრო რეჟიმებისა და შეთანხმებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ წინასწარი კონსულტაციები მიზანშეწონილობის კვლევის მომზადებასთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ შესაბამისი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული წარმოადგენს კორეის მხარის ოფიციალურ პროცედურას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის.