პოლიტიკა

გერმანიის მთავრობამ ხანგოშვილის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულად მიიჩნია

ხანგოშვილი, გერმანია, მკვლელობა, პუტინი, კადიროვი
12:16 08.04
დაკოპირებულია

გერმანიის მთავრობამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით მოხდა, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულად მიიჩნია.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამას მოწმობს მთავრობის პასუხი 2019 წელს პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ შესულ კითხვაზე, რომელიც „მწვანეების“ საშინაო საქმეთა რწმუნებულმა ბუნდესტაგში ირენ მიხალიჩმა გაგზავნა. 2019 წლის 23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ბერლინის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში გასროლით მოკლა ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე.

პასუხში ერთ, პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობაზეა საუბარი, რომელსაც ვერცერთ სხვა ექსტრემისტულ წრეებს ვერ მიაკუთვნებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ Der Tagesspiegel–ს დაუდასტურა, რომ საუბარია ხანგოშვილის მკვლელობაზე.

კრასიკოვი ცხელ კვალზე დააკავეს. დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშაული ჩადენილია რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით, საქმის გამოძიებას ფედერალური პროკურატურა შეუდგა.

გამოცემის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო დამკვეთები არიან ან პუტინის რეჟიმი, ან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. ხანგოშვილი ამბოხებული ჩეჩნების მხარეს იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ასევე მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში.

კოსმოსური ხომალდი

NASA-სა და SPACEX-ის ასტრონავტების კოსმო...

აშშ–ის ბოლო 9 წელიწადში პირველი პილოტირებული კოსმოსური გაფრენა უამინდობის გამო გ...
"ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ. ხოლო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 200-ლარიან დახმარებაზე, დებულებაში...
21:59 27.05
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ს...
21:47 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
პატრულის მანქანა - დეტალი ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 30 პირი დ...
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
პრემიერი სერგო რატიანს: სახელმწიფო ხომ ა...
"ბატონო სერგო სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ ? ეს ზუსტად ის, არის რაც თქვენ...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანია „ემ ბი ჯის“ ხელმძღვანელმა გრემის თემის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...