მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ალტერნატივა არ აქვს

თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან გურჯანიის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დავით სონღულაშვილი არის პარლამენტის გამორჩეული წევრი, რომელიც ნიჭიერებითა და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება კახეთის რეგიონის მოსახლეობას და საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებები დაცულია და ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულია.

„მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიის პოლიტიკური მდივნის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.