პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ოცნებას“ უნიათო ხელისუფლებას, შლეგის გარდა, ვერავინ უწოდებს. ვერც „გორბის“ კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ. წლებმა ეს დაადასტურა

ანალიტიკოსი
13:13 29.05
დაკოპირებულია

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „გორბის მიერ ჩატარებულ კვლევას ახმაურება და წერს, რომ „ოცნებას“ უნიათო ხელისუფლებას, შლეგის გარდა, ვერავინ უწოდებს, ვერც „გორბის“ კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ. წლებმა ეს დაადასტურა.

ექსპერტის აზრით, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა სამაგალითოდ მუშაობს და იმუშავებს.

„ორ წელიწადში მმართველი გუნდის იმიჯი ასე გამოსწორდეს? მართლაც შეთქმულების თეორეტიკოსთა რიგებში უნდა ჩაეწერო - კორონა „ქართული ოცნების“ შექმნილია. ცხადია, არა. „ოცნებას“ უნიათო ხელისუფლებას, შლეგის გარდა, ვერავინ უწოდებს. ვერც „გორბის“ კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ. წლებმა ეს დაადასტურა. ამასთანავე, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა სამაგალითოდ მუშაობს და იმუშავებს.

მთავარი გამოწვევა კი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გაძლიერებაა, რადგან ასეთების გარეშე ნებისმიერი მთავრობა ვერ იქნება სრულფასოვანი. მერამდენედ გავიმეორებ - ვოცნებობ საქმიან ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ხელისუფლების დელეგიტიმაციას კი არ ცდილობს, არამედ ებრძვის მას დარგობრივი, ალტერნატიული პროექტებით.

ადრე თუ გვიან, ახდება ეს ოცნება მოქოქილი ახალი თაობის შემხედვარე“, - წერს გია აბაშიძე.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“", 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4%-4% - „ლეიბორისტულ პარტიას“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - დემოკრატიული მოძრაობა „ერთიან საქართველოს“.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მ...
14:09
კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup Connect-ი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთა...
14:07
საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის,...
13:44
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატამი ექსპორტზე საქართველოდან 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა...
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
გიორგი რამიშვილი: ჩემი კომპანიის სახელით...
„ეს რამდენიმე დღე იყო მოლაპარაკებები და ბოლოს მივედით კონსესუსამდე“, - ამის შესა...
მარნეულის კოლეჯში სტუდენტების დაჯილდოები...
მარნეულის კოლეჯში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაი...
ტრამპმა ჰონკონგს სავაჭრო შეღავათები გაუუ...
ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულ შტატებსა და ჰონკონგს შორის სპეციალურმა გამარტი...