მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: რურუას განაჩენი სასამართლომ უნდა გამოუტანოს და არა "ოცნებამ"

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისთან 2019

"თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

 ვიცე-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებს, რომელზეც მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდის, შეჯამება სჭირდება და საზოგადოება მზად არის ამისთვის.

„რამდენი ხანია მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე. რამდენჯერ იყო პოლიტიკოსების „ჯახი“, განხილვები. ამას ყველაფერს შეჯამება ჭირდება და მე არ მეჩვენება რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის.

არავის არ უთქვამს რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები, თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებით ჩვენება მისცა ღია ეთერში, რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია, მითუმეტეს ჩვენ. მაგათ იცით რა უნდათ? აი, ჩვენ მოვითხოვეთ, გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ყავთ ქვეყანაში, პოლიტპატიმრები, წამება მაგ დროს იყო, გინდა ქუჩაში და გინდა საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​