მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგა ბოკერია: „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან ლოქდაუნის გამოცხადებას“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგა ბოკერია მოუწოდებს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აღნიშნულ თემაზე დეპატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ამ ნაბიჯით ხელისუფლება მეორე ტურის წინ ფორის შექმნას აქპირებს, რადგან იცის რომ არჩევნებს ვერ მოიგებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30 და პროპორციული სიით 120 წევრი შევა.