მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი უგულავა: ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს 

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, მესამე რაუნდის გამართვა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რაციონალური წინადადებით მივა „ქართული ოცნება“. 

„ჯერჯერობით ისინი არანაირი წინადადებით არ მოსულან, შესაბამისად ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს.

პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც მათგან კონკრეტული განსახილველი წინადადებები იქნება“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 8 ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი გადალახა. თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მისაღწევად საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა თავის რეზიდენციაში შეხვედრა გამართა, თუმცა მხარეები ამ ეტაპზე არაფერზე შეთანხმებულან.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მეტეხის ეზოში შეიკრიბება

🔴 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

🔴 რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?