მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ტყემალაძე აშშ-ს დამოუკიებლობის დღეს ულოცავს

თბილისის საკრებულო თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენთვის შეუფასებელია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ერთიანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის დიდი მხარდამჭერია, რისთვისაც მადლობას გიხდით!“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.