მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე კოალიციურ მთავრობას პროგნოზირებს

ახალი საქართველოს ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობას პროგნოზირებს. ამასთან, დარმწუნებულია, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მისი პრემიერობის კანდიდატს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ვაშაძე პასუხობს:„ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგან დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი, შევაჩეროთ ეს მოროდიორობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. იქნება პროდასავლური კოალიცია, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე. პრემიერობას ვაპირებ ერთადერთი რამის გამო - დავამთავროთ ქვეყანაში შიმშილი. არცერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე საჭმლის მოძებნა არ უნდა უწევდეს“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 40%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ხელისუფლების დამარცხების მიზნით გაერთიანდა. ისინი მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენას გეგმავდნენ, თუმცა მათ ერთიანობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს. გაერთიანებული ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე მხოლოდ თბილისის 6 ოლქში შეთანხმდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.