მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ნიშანი დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ მისწრაფებაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პარლამენტში სტენდთან დგას და საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები, მცირე გამონაკლისების გარდა, ერთგვაროვან ჯგუფებს წარმოადგენენ.

ვოლსკის შეფასებით, მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, ძალიან დიდია ამბიციებია, რაც ​ერთმანეთში ისეთივე სერიოზულ დაპირისპირებას განაპირობებს, როგორიც აქამდე იყო.

„ისინი აგინებენ ერთმანეთს, შემდეგ აქებენ და შემდეგ იცვლიან პოზიციას. ეს არის მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანი. მეორე ნიშანია მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ, რაც მათ პერსპექტივას უჩენს - იქნებ იმდენად აიმღვრეს წყალი, რომ ეს დესტრუქცია პოლიტიკური დივიდენდების მიღების წყაროდ იქცეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“ -ის ეთერში და აღნიშნა, რომ საზოგადოება კარგად აცნობიერებს, ამ სურათს.

„თუ ამას დაემატება საშინაო და საგარეო გამოწვევები, რომელიც დღეს სამწუხაროდ არსებობს, დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ სწორედაც ის სტაბილური ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს“. - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.