პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“
წარმომადგენელი
22:07 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართოვებს პროექტებს, რომლებიც რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ, თელავში, თემატური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის აღმშენებლობა უბნიდან, სოფლიდან და ქალაქიდან იწყება, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც 2020-2025 წლებზეა გათვლილი.

„2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების ზრდა. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით. ადგილობრივ თვითმმართველობებს მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის გადაეცემათ შესაბამისი ქონება.

ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსულობის მთლიანი შიდა პროდუქტი არანაკლებ 7%-მდე გაიზრდება. დაწყებულია და 2022 წელს დასრულდება მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა. მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან ჩართული ჩვენი უბნის, სოფლისა და ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარტიის საარჩევნო სიის წევრმა რეგიონული განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას ყურადღება ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე გაამახვილა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ მთა პრიორიტეტად აქცია. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1796 დასახლებას (საქართველოს დასახლების 47%-ს), ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 336 ათას მოქალაქეზე მეტი (მოსახლეობის 9%), ანუ ჩვენი ქვეყნის ყოველი მე-11 მოქალაქე. 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 58 დასახლებას მიენიჭა და შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების პირის სტატუსითა და შეღავათებით სარგებლობა დამატებით 26 ათასამდე ჩვენმა მოქალაქემ შეძლო.

მთის კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით მთის საწარმოს სტატუსი და შესაბამისი შეღავათებით სარგებლობს 429 საწარმო. მთაში მცხოვრები 70 წლამდე საპენსიო ასაკის პირების პენსია ამჟამად თუ შეადგენს 264 ლარს, 2024 წლისთვის ეტაპობრივად გაიზრდება და 364 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პირთა პენსია ახლანდელი 300 ლარიდან 2024 წლისთვის ეტაპობრივად 400 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...