მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოჩა ენუქიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

გოჩა ენუქიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდა. - ინფორმაციას გოჩა ენუქიძის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი, ახალგაზრდებს, რეგიონის განვითარების გზებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"ძალიან გულწრფელი და ემოციური გამოვიდა შეხვედრა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებთან.
აუცილებელია რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ახალგაზრდები უფრო ახლოს იცნობდნენ და უზიარებდნენ საკუთარ ხედვებს ერთმანეთს, ჩვენი რეგიონის სწორი განვითარებისთვის.

შეხვედრის ფორმალური ნაწილი მთლიანად სამომავლო გეგმებს, ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის განვლილ გზასა და ახალგაზრდების როლს ეხებოდა, როგორც ძლიერი ქვეყნის შენების ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს.
ერთად ვიმსჯელეთ რეგიონის განვითარების ხედვაზე, პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ და დავსახეთ ამ პრობლემების მოგვარების გზებიც.

მიხარია და მეამაყება ჩემი რეგიონის ახალგაზრდობა, რომელთაც აქვთ
მნიშვნელოვანი გეგმები ჩვენი რეგიონის სწორი განვითარებისთვის.

სწორედ ამიტომ, ვპირდები ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს, ვიქნები მათი ერთგული გულშემატკივარი და ინტერესების სათანადო დამცველი საქართველოს პარლამენტში."-განაცხადა გოჩა ენუქიძემ