პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია

მეშველიანი მაჟორიტარად წარდგენაზე
13:13 29.09
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურთან მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„ჩვენს მულტიეთნიკურ სააგიტაციო ჯგუფს, რომელიც სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე სააგიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი.

ამ ინციდენტის შედეგად გვყავს ორი საკმაოდ მძიმედ დაზარალებული ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი დღემდე რჩება საავადმყოფოში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ჯგუფის ორგანიზატორი და დამფინანსებელი ჩვენი კოლეგა და ჩემი ოპონენტი კახა ოქრიაშვილი გახლავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და ორგანიზებას უწევს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ბუნებრივია, ამ ადამიანებს გააზრებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნიათ და სწორედ ამ გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას და მის დელეგიტიმიზაციას.

მინდა, მივმართო ნახიდურში მცხოვრებ თანამოძმეებს: მეგობრებო, არცერთ თქვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო. როგორც ჩვენი ოპონენტების განცხადებებიდან გამოიკვეთა, ამ პროვოკაციის მიზანია ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება. მათ არ აინტერესებთ, როგორ შევძლებთ თანაცხოვრების გაგრძლებას მომავალში.

არცერთ მათგანს ბოლნისთან და ნახიდურთან არაფერი აკავშირებს, ისინი არიან შემთხვევითი გამვლელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრობას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ და რუდუნებით ვუფრთხილდებოდით, საფრთხე არ დაემუქრება მომავალში და ამ პროვოკაციას თქვენ არ აყვებით.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ძალიან მალე ოპერატიულად შეძლებენ ამ ინციდენტის გამოძიებას და ყველა დამნაშავე მხარე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.​








ReplyForward

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
00:08
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
00:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...