მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ორბეთის, დიდგორის, თონეთის, ქვედა და ზედა მანგლისის მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

გოგი მეშველიანის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორის მიმდინარეობს მანგლისის გაზიფიცირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება მიმდებარე სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაც.

უახლოეს პერიოდში კი დაიწყება დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.


„მიუხედავად მნიშვნელოვანი სამუშაოებისა, რიგ სოფლებში გამოწვევად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფა და შიდა სასოფლო გზები. ჩვენ, ერთობლივად, აქტიურად ვიმუშავებთ მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხების გადაჭრაზე“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.