მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური თავდამსხმელისთვის მიცემულ თანხაზე: ბიუჯეტიდან ნამდვილად არ არის

შს მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიაში მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

შს მინისტრმა ასევე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც თავდამსხმელისთვის თანხის გადაცემის საკითხს ეხებოდა.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თანხა ბიუჯეტიდან არ ყოფილა და ის საქართველოს ბანკმა გადაიხადა.

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, საქართველოს ბანკის თანხაა. ეს ყველგან ასე ხდება, ბანკში როცა შედიან და აჰყავთ მძევლები. საქართველოს ბანკმა გადაიხადა, თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა? “, - განაცხადა გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.