მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაურის განცხადებით, შს სამინისტრო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კოორდინაციაში იმყოფება

გომელაური შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით შს სამინისტრო და მთლიანად მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაში იმყოფება.

"საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.