მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე: მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესებაზე უფლების გახანგრძლივება არჩევნების სამართლიანობას ეჭვქვეშ დააყენებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„როდის იყო, რომ „ქართული ოცნება“ პატივს სცემდა კანონსა და კონსტიტუციას. მათთვის მთავარია, ნებისმიერი ბერკეტის ხელში ჩაგდება, რომელიც შემდეგ შესაძლოა, არჩევნების პერიოდში დასჭირდეთ",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ კითხვები გაჩნდება.

„ამ უფლებების არსებობის პერიოდში, არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების თვალსაზრისით, ეჭვები გაჩნდება",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს კანონპროექტში, რომლის თანახმადაც პანდემიის პირობებში მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უბლებამოსილება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

მთავრობას პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება 15 ივლისს ეწურება.

პროექტი ისეთ ღონისძიებების შეზღუდვას ითვალისწინებს, როგორიცაა გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების. აღნიშნული შეზღუდვების დაწესების უფლება კი, მთავრობას 2021 წლის იანვრამდე ექნება.