მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე: საახალწლოდ შეზღუდვების შერბილებაში მართლმადიდებლურ-ორთოდოქსული სიბრძნე იკითხება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„მდიდარია იდეოლოგიურად საქართველო. ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის თან ახლავს სათანადო იდეოლოგიური დასაბუთება“,- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება.  

„ლოკდაუნის შეფასებაშიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, როგორც იტყვიან, მთელი ჩვენი ”იდეოლოგიური სპექტრი”. არ დააყოვნა არც საჭირო დასაბუთებამ და არც საჭირო დაუსაბუთებლობამ.

კონსერვატორებმა ისაო, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე, სოციალისტებმა ესაო. გასაგებია ორივე. გასაგებიაო იმიტომ ვწერ, რომ აბა გაუგებარიო ხომ არ დავწერდი? ყველა მთქმელს ხომ თავისი გამგები ჰყავს?!

კომუნისტურისთვის იძულებითი ზომები ისე ორგანულია, რომ მისი იდეოლოგიური გამართლება არ გაუჭირდათ, ისევე როგორც არ გაუჭირდათ მისი დაგმობა ლიბერტარიან-ანარქისტებს. კაბალისტები ზეციურ ძალებთან ორგანულ კავშირს ხედავენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში. ფსიქოანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ტრანსპორტის მუშაობის გაჩერებაზე და ავტობუსების ჩაკეტილი კარების ხატოვან სიმბოლოზე ამახვილებენ ყურადღებას. მონარქისტული ახსნა არ მსმენია, მაგრამ ალბათ მეფეს დაიცავენ ვირუსისგან პირველ რიგში.

მთავრობას ჯერ იდეოლოგიური ახსნა არ მოუძებნია, მაგრამ საახლწლოდ და საშობაოდ შეზღუდვების შერბილებაში, როგორც ჩანს, მართლმადიდებლურ-ორთოდოქსული სიბრძნე იკითხება.

”სიცოცხლის უფლება თუ ეკონომიკური თავისუფლება”- ეს თემა იქნება დღევანდელი ტოკ-შოუს განხილვის საგანი, ცნობილი ეზოთერიკოსი წამყვანის გადაცემაში, სადაც სხვადასხვა იდეოლოგიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სასულიერო პირები, ასტროლოგები და ნათელმხილველებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აგნოსტიკოსები ( ისინი, ვისაც ვირუსის არსებობაში ეჭვი ეპარებათ), აქციის მოწყობას აპირებენ ტელევიზიის წინ. ისინი ვაქცინის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში ამ ნემსით ადამიანის სხეულში ”იდეოლოგიური ვაქცინა” შეჰყავთ, რომელიც ყველა ადამიანის ერთ ჭკუაზე მოქცევას ითვალისწინებს.

მდიდარია საქართველო. ესაა მნიშვნელოვანი, თორემ ვირუსი ადრე თუ გვიან თავისით გაქრება. ღვთის წყალობით“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დაშვებული იქნება

🛑 რა შეზღუდვები არ იმოქმედებს ახალი წლის პერიოდში?

🛑 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩამონათვალი