მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუბერნატორი ახალქალაქის ინციდენტზე: ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევაა, პოლიტიკას არ უკავშირდება

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი

„ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტი პოლიტიკას არ უკავშირდება“, -ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.

ამირანაშვილმა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაც გამორიცხა. რეგიონის პირველი პირის თქმით, ჯავახეთში ადგილი ჰქონდა კრიმინალს, რომელიც აღკვეთილია.

„ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევაა, პოლიტიკას არ უკავშირდება, არც ეთნიკურ ნიადაგზეა. ქალაქში არის რეგიონის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა მობილიზებული. როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობა“, - აღნიშნა ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს ახალქალაქში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ინციდენტის მეორე დღეს ახალქალაქში ავტომობილების მოძრაობა აღდგა. დარბეული სასტუმრო და სახლები ისევ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების დაწყებისას ახალგაზრდა კაცმა სასტუმროს მეპატრონეების მამა დაჭრა, რის გამოც დაშავებულის ახლობლებმა გულიკამის მკვიდრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის თანასოფლელებმა ახალქალაქში სახლების დარბევა დაიწყეს.

ქალაქში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია.