მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ ნიკოლაშვილი: სახელმწიფო აპარატისა და ინსტიტუტების რეაგირება მაქსიმალურ შედეგს იძლევა, რაც გვაძლევს იმედს, რომ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვალთ

დღის ქრონიკის წამყვანი

„იმ ფონზე, როცა მოქალაქეები მაქსიმალურად ცდილობენ რეკომენდაციების შესრულებას, სახელმწიფო აპარატისა და ინსტიტუტების რეაგირება მაქსიმალურ შედეგს იძლევა, რაც ყველას ერთად გვაძლევს იმედს, რომ ეს განსაცდელი მალე დასრულდება და კრიზისიდან გაძლიერებული გამოვალთ“, - მიიჩნევს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც მან ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“ განაცხადა, წარმოქმნილ გამოწვევებზე სახელმწიფოს ეფექტიანი პასუხი უზრუნველყოფს სტაბილურობას მიმდინარე საგანგებო მდგომარეობისას.

„კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ საქართველოში არა მხოლოდ ჯანდაცვის სიტემის, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების გამოცდა მოაწყო. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს საგანგებო მდგომარეობას და ამგვარი ვითარებისას მნიშვნელოვანია, ყველა უწყებამ შეძლოს ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავება. დახურული საზღვრებისა და მიმოსვლის პირობებში მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნების უზრუნველყოფა, რომელთაც ამის სურვილი აქვთ. ამ პროცესს საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს, რომელმაც ჩარტერული ავიარეისების სპეციალური განრიგი შეიმუშავა. შეიცვალა პენიტენციური დაწესებულების რეჟიმიც, რომელიც მაქსიმალურად დაიხურა, რათა კორონავირუსმა არ შეაღწიოს ბუნებრივ საკარანტინო პირობებში. შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. სახელმწიფოს ეფექტიანი პასუხი წარმოქმნილ გამოწვევებზე უზრუნველყოფს სტაბილურობას მიმდინარე საგანგებო მდგომარეობისას. რაც მთავარია, მთლიანობაში შექმნილი სურათი და ინფორმაცია კრიზისის წარმატებით მართვის შესახებ უზრუნველყოფს პანიკისა და თანმხლები შიშების გაფანტვას. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ პანდემიას ეფექტურად ვუმკლავდებით და მოთმინებით ველით მის დასასრულს“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.